понедельник, 11 ноября 2013 г.

ჩვენი ხედვა


   ოჩხამური  არის  ადგილი,  სადაც ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ. პირველად შევიცანით  მშობლიური  მიწის სიყვარული და  ღრმად  გავიდგით ფესვები მასში, რათა  მჭიდროდ  ჩავჭიდებოდით  და გავმკლავებოდით ცხოვრების  რთულ  გზას.  ოჩხამური  ყველა თავისი  ხედით და ლანდშაფტით ქმნის ულამაზეს  გარემოს, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია და მრავალმხრივად დადებითი თვისებებითაა შემკული. აქ ხალხიც ძალიან შეხმატკბილებულად  ცხოვრობს, რადგან მათ ერთი საზრუნავი  ოჯახი და გარემო აერთიანებთ. ოჩხამურში არის  ბინები,  კერძო დასახლებები, ქუჩები,  დასახლებული  პუნქტები და შენობები, რომლებიც აერთიანებენ ამ ულამაზეს პატარა მხარეს საქართველოში. ხალხიც ძალიან კარგადაა შეგუებული აქტიურ  ცხოვრების ნირს და ყოველდღე ცდილობენ ისინი კიდევ უფრომეტი სიხალისე და სილამაზე შემატონ თავიანთ საცხოვრებელ გარემოს. ოჩხამურში ასევე გვაქვს გიორგი ქათამაძის სახელობის  პარკი, სადაც  შესვენებაზე თითქმის ყველა ჩამოდის და იქმნება ძალიან მხიარული გარემო.  პარკის გვერდით   არის ასევე   ახლად გარემონტებული ულამაზესი ბაღი, რომელიც გავსილია პატარებით.





   
ოჩხამურში  მოხვედრილი ადამიანი  ნამდვილად ვერ მოიწყენს.  ოჩხამურს  დიდი ფუნქციები აკისრია ქვეყნის წინაშეც,  აქ გადის უმნიშვნელოვანესი გზა  მაგისტრალი და საქართველოს რკინიგზა.














 

   ასევე ბევრია  დაუსახლებელი  ადგილებიც  ჭაობები და ფართობები, რომლებზეც ჩვენ გული შეგვტკივა  და ძალიან გვინდა ეს ადგილები აღდგეს  და შეივსოს ხალხით.   ოჩხამურს  აქვს ულამაზესი მდინარე ოჩხამურკა, რომელიც მდიდარია თევზით  და ზაფხულში შეიძლევა ითქვას  ჩვენთვის, ბავშვებისთვის ის ყველაზე პოპულარული გასართობი ადგილია.  ასევე ზაფხულში აქ უამრავი ტურისტი ჩამოდის დასასვენებლად, რადგან ოჩხამური საკმაოდ ახლოსმდებარეობს შავ ზღვასთან.  წელიწადის ნებისმიერ დროს ოჩხამური ძალიან ლამაზი  და  მომხიბლავია თაცისი ბუნებით.  აქ  ღამით კი ყველაფერი   განათებულია  და  ჩვენ გვიხარია, რომ ჩვენი რაიონი თანთადან ქალაქს ემსგავსება და უფრო და უფრო   ვითარდება.   ჩვენ, ბავშვებს უფროსებისგან გვსმენია, რომ  ოჩხამური  წინათ აყვავებული  და აშენებული  ყოფილა,   რაზეც კარგათ  მეტყველებს უამრავი კულტურული ძეგლი,   რომელიც დღესაცაა შემორჩენილი. 




        
  ჩვენ ბავშვებს ბევრი ოცნებები გვაქვს ოჩხამურის აყვავებასთან დაკავშირებით იმედია ჩვენი ოცნებები შესრულდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий