понедельник, 11 ноября 2013 г.

დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლა

       გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლა დაარსდა 1937 წელს.
       1990–1991 წლებამდე სკოლა ითვლებოდა, როგორც რუსული საშუალო სკოლა. ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე ზვიად გამსახურდიას უდიდესი დამსახურებაა ის, რომ ეს სკოლა გადაკეთდა ქართულ საშუალო სკოლად და მიეცათ საშუალება ქართველ მოსწავლეებს ადგილზე დაემთავრებინათ საშუალო სკოლა. დღეს გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის პედკოლექტივი შედგება 38 მასწავლებლისა და 12 ტექნიკური პერსონალისაგან. მოსწავლეთა კონტიგენტი განისაზღვრება 332 მოსწავლით
          2012–2013 წლებიდან სკოლას ხელმძღვანელობენ : დირექტორი .ვერულიძე, დირექტორის  მოადგილე: მარინა ჟღენტი. სკოლის ფინანსურ საქმეებს უნარიანად უძღვება ახალგაზრდა სპეციალისტი, ჩვენი სკოლის ყოფილი კურსდამთავრებული მაია აბაშიძე.

Комментариев нет:

Отправить комментарий