вторник, 12 ноября 2013 г.

პროექტის შესახებ

1.პროექტის სახელი: "გაიცანით ჩემი რაიონი".
2.
პროექტის მოკლე აღწერა: ა)დაბა  ოჩხამური რაიონის ისტორიული და დღევანდელი მდგომარეობა) არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
3.
პროექტის სრული აღწერა : პროექტში აღწერილი იქნება დაბა ოჩხამურის  მდებარეობა,  ჩვენი შეხედულება დღევანდელი  ოჩხამურის შესახებ.
4. მონაწილეთა ასაკი-კლასები: 15-16 წელი.X-XIკლასი .
5.
ვადები-ხანგრძლივობა: 2013წლის 21 ოქტომბერი-11 ნოემბერი.
6.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასებში: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ინტერნეტშიწიგნებშიგაუზიარებენ ერთმანეთს მოძიებულ ინფორმაციას, შექმნიან სხვადასხვა პრეზენტაციებს და ვებ-ალბომებს, განათავსებენ თავიანთ მასალებს ინტერნეტში.
7.
მოსალოდნელი შედეგები , პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას : ბავშვები ისწავლიან კომპიუტერთან მუშაობას , შექმნიან ვებ გვერდს ბლოგების სახით მათთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, ისწავლიან ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას ერთმანეთში. დაუკავშირდებიან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს  სხვადსხვა რეგიონებში.
8.
სასარგებლო სხვებისთვის : დაინტერესებული პირები ნახავენ მოსწავლეების ნამუშრევებს , შემოვლენ დისკურსიებში, გაეცნობიან ერთმანეთის ინტერესთა სფეროს, გააკეთებენ კომენტარებს.
9.
სამუშაო ენა: ქართული.
10.
საგნებთან , საგნობრივ ჯგუფებთან - ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია , გეოგრაფია
11.
პროექტის მონაწილეები: თამარ აბაშიძე , მარიამ შაქარიშვილი, ქეთევან ბერიძე.    პედაგოგი: ცისანა ტაკიძე (გეოგრაფია)
1
2. პროექტის მისამართი -ბლოგი:
http://ochxamuri.blogspot.com/

понедельник, 11 ноября 2013 г.

ოჩხამური

        ოჩხამური -  გაშენებულია ქობულეთის ვაკეზემდინარე ოჩხამურის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 12, ქობულეთიდან 10კმ.
         ოჩხამური არის მეგრული სიტყვა. დიდი ხნის წინათ აქ ვინმე მეგრელს  გაუვლია. მდინარის ნაპირზე მისული გაოცებულა თევზის სიმრვალით და უთქვამს ეს "ოჩხა" "მურია". "ოჩხი" მეგრულად თევზს ნიშნავს. ზოგის თქმით მდინარესთან გაკეთებული ყოფილა სპეციალური ორმო, რომელშიც მდინარე ჩაედინებოდა, მაგრამ ორმოს ბადე ჰქონდა დაფარებული და თევზს იჭერდა, ასე რომ ოჩხამური თევზის საჭერ ადგილს ნიშნავს. ერთერთი დიდი თევზსაჭერი სეინერი სახელწოდებით "ოჩხამური" არის ბალტიის ზღვაში.
          ოჩხამური როგორც პუნქტი მოიხსენიება 1883 წლიდან, როდესაც თბილისიბაქოს რკინიგზა გაუყვანიათ.


დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლა

       გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლა დაარსდა 1937 წელს.
       1990–1991 წლებამდე სკოლა ითვლებოდა, როგორც რუსული საშუალო სკოლა. ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე ზვიად გამსახურდიას უდიდესი დამსახურებაა ის, რომ ეს სკოლა გადაკეთდა ქართულ საშუალო სკოლად და მიეცათ საშუალება ქართველ მოსწავლეებს ადგილზე დაემთავრებინათ საშუალო სკოლა. დღეს გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის პედკოლექტივი შედგება 38 მასწავლებლისა და 12 ტექნიკური პერსონალისაგან. მოსწავლეთა კონტიგენტი განისაზღვრება 332 მოსწავლით
          2012–2013 წლებიდან სკოლას ხელმძღვანელობენ : დირექტორი .ვერულიძე, დირექტორის  მოადგილე: მარინა ჟღენტი. სკოლის ფინანსურ საქმეებს უნარიანად უძღვება ახალგაზრდა სპეციალისტი, ჩვენი სკოლის ყოფილი კურსდამთავრებული მაია აბაშიძე.

ჩვენი ხედვა


   ოჩხამური  არის  ადგილი,  სადაც ჩვენ დავიბადეთ და გავიზარდეთ. პირველად შევიცანით  მშობლიური  მიწის სიყვარული და  ღრმად  გავიდგით ფესვები მასში, რათა  მჭიდროდ  ჩავჭიდებოდით  და გავმკლავებოდით ცხოვრების  რთულ  გზას.  ოჩხამური  ყველა თავისი  ხედით და ლანდშაფტით ქმნის ულამაზეს  გარემოს, რომელიც ძალიან მრავალფეროვანია და მრავალმხრივად დადებითი თვისებებითაა შემკული. აქ ხალხიც ძალიან შეხმატკბილებულად  ცხოვრობს, რადგან მათ ერთი საზრუნავი  ოჯახი და გარემო აერთიანებთ. ოჩხამურში არის  ბინები,  კერძო დასახლებები, ქუჩები,  დასახლებული  პუნქტები და შენობები, რომლებიც აერთიანებენ ამ ულამაზეს პატარა მხარეს საქართველოში. ხალხიც ძალიან კარგადაა შეგუებული აქტიურ  ცხოვრების ნირს და ყოველდღე ცდილობენ ისინი კიდევ უფრომეტი სიხალისე და სილამაზე შემატონ თავიანთ საცხოვრებელ გარემოს. ოჩხამურში ასევე გვაქვს გიორგი ქათამაძის სახელობის  პარკი, სადაც  შესვენებაზე თითქმის ყველა ჩამოდის და იქმნება ძალიან მხიარული გარემო.  პარკის გვერდით   არის ასევე   ახლად გარემონტებული ულამაზესი ბაღი, რომელიც გავსილია პატარებით.





   
ოჩხამურში  მოხვედრილი ადამიანი  ნამდვილად ვერ მოიწყენს.  ოჩხამურს  დიდი ფუნქციები აკისრია ქვეყნის წინაშეც,  აქ გადის უმნიშვნელოვანესი გზა  მაგისტრალი და საქართველოს რკინიგზა.














 

   ასევე ბევრია  დაუსახლებელი  ადგილებიც  ჭაობები და ფართობები, რომლებზეც ჩვენ გული შეგვტკივა  და ძალიან გვინდა ეს ადგილები აღდგეს  და შეივსოს ხალხით.   ოჩხამურს  აქვს ულამაზესი მდინარე ოჩხამურკა, რომელიც მდიდარია თევზით  და ზაფხულში შეიძლევა ითქვას  ჩვენთვის, ბავშვებისთვის ის ყველაზე პოპულარული გასართობი ადგილია.  ასევე ზაფხულში აქ უამრავი ტურისტი ჩამოდის დასასვენებლად, რადგან ოჩხამური საკმაოდ ახლოსმდებარეობს შავ ზღვასთან.  წელიწადის ნებისმიერ დროს ოჩხამური ძალიან ლამაზი  და  მომხიბლავია თაცისი ბუნებით.  აქ  ღამით კი ყველაფერი   განათებულია  და  ჩვენ გვიხარია, რომ ჩვენი რაიონი თანთადან ქალაქს ემსგავსება და უფრო და უფრო   ვითარდება.   ჩვენ, ბავშვებს უფროსებისგან გვსმენია, რომ  ოჩხამური  წინათ აყვავებული  და აშენებული  ყოფილა,   რაზეც კარგათ  მეტყველებს უამრავი კულტურული ძეგლი,   რომელიც დღესაცაა შემორჩენილი. 




        
  ჩვენ ბავშვებს ბევრი ოცნებები გვაქვს ოჩხამურის აყვავებასთან დაკავშირებით იმედია ჩვენი ოცნებები შესრულდება.